იბრაჰიმოვიჩმა პენალტი ისევ გააცუდა, "მილანმა" მაინც მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-20 ტურში "მილანმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "ბოლონიას".

26-ე წუთზე "როსონერის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დარტყმული პენალტი მეკარე სკორუპსკიმ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას რებიჩმა დაასწრო და ანგარიში გახსნა. ამ სეზონში ზლატანმა ჩემპიონატზე 6 თერთმეტმეტრიანიდან 3 ვერ გამოიყენა.

55-ე წუთზე მასპინძელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც კესიემ ზუსტად შეასრულა (მიმდინარე სეზონში 7-დან 6 თერთმეტმეტრიანი გაიტანა), 81-ე წუთზე კი პოლიმ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

"მილანმა" ჩემპიონატის ზედიზედ მე-20 საგარეო მატჩში გაიტანა გოლი, რაც საკლუბო რეკორდია.

"მილანი" 46 ქულით ლიდერია და 7
თებერვალს "კროტონეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული