"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლი" "ვულვერჰემპტონის" 26 წლის თავდამსხმელის ადამა ტრაორეს ხელში ჩაგდებას შეეცდება.
ტრაორე ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ნეაპოლურ კლუბს მასთან კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.
ტრაორე "ბარსელონას" აღზრდილია, ამ გუნდის სტრუქტურაში 2004-2015 წლებში იმყოფებოდა, საიდანაც ინგლისში გადაბარგდა - "ასტონ ვილაში", "მიდლსბროსა" და "ვულვერჰემპტონში" თამაშობდა, 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით კი იჯარის წესით "ბარსაში" ასპარეზობდა. კატალონიურმა კლუბმა მისი კონტრაქტის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვაზე უარი თქვა.
ამ სეზონში პრემიერლიგაში ადამამ 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო,