იტალიის სუპერთასის ფინალში "ინტერმა" "მილანი" მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სუპერთასის ფინალში "მილანი" და "ინტერი" ამჯერად საუდის არაბეთში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ანგარიში ფედერიკო დიმარკომ მე-10 წუთზე გახსნა. 21-ე წუთზე ედინ ჯეკომ სხვაობა ორბურთიანი გახადა, 77-ე წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რაც შეეხება სერია A-ს სატურნირო მდგომარეობას, "მილანი" 38 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. შემდეგი ტურის მატჩს 24 იანვარს, "ლაციოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ინტერი" 37 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 23 იანვარს კი "ემპოლის" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული