
როგორც "მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა აღნიშნა, "პარტენოპეის" მაშინაც კი შეუძლია გამარჯვების მოპოვება, როცა საქმე კარგად არ მისდის.
"მაქვს განცდა, რომ "ნაპოლის" მაშინაც შეუძლია 3 ქულის აღება, როდესაც საქმე გუნდისთვის არცთუ ისე კარგადაა. მსგავსი რამ მოხდა "სალერინტანასთან" დაპირისპირებაშიც.
სეზონის პირველ ნახევარში 50 ქულის აღება გამორჩეული მიღწევაა, რომლის გამეორებაც ძნელია", - ციტირებს ამბროზინის TMW.