როგორ ჩაიშალა ძანიოლოს ტრანსფერი - ფეხბურთელი ბოლო დღეს "ბორნმუთში" გადასვლაზე თანახმა იყო, მაგრამ...

AutoSharing Option
"რომას" შემტევი ნიკოლო ძანიოლო მიმდინარე სეზონს "ჯალოროსიში" ჩაამთავრებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბმა სათამაშო დრო მისცეს.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელს "სტადიო ოლიმპიკოდან" აბარგება ეწადა, თუმცა ეს ამბავი არ გამოუვიდა.

23 წლის იტალიელს "მილანში" სურდა გადასვლა, თუმცა "როსონერიმ" იმდენი არ გადაიხადა, რასაც "მგლები" ითხოვდნენ.

ძანიოლოს შეძენა "ბორნმუთს" სურდა, მაგრამ ეს ტრანსფერი თავად ფეხბურთელმა დაბლოკა და ბოლო დღემდე "სან სიროზე" გადაბარგების იმედს არ კარგავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ეს ამბავი აღარ გამოვიდოდა, "ალუბლებში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა უკვე უარი მიიღო...

საქმე
ისაა, რომ "ბორნმუთმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ იაქტიურა და უკვე ძანიოლოს შესაძენად ფული აღარ ჰქონდა...
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამაში რომ 5 მილიონს ზედმეტს არ გადაიხდი იმ იმედით რომ ზაფხუ₾ში უფასოდ მოიყვან. იმედია ძანიოლო არ გადავა ზაფხუ₾ში მილანში და იუვეში ან ნაპოლიში წავა!
dato
14:37 02-02-2023
1
ფუ რა ძუნწია ეს მილანი, ამათი მათხოვარი........
2

სიახლეები პოპულარული