"ნაპოლის" 30 ქულა უნდა დააკლონ - იტალიელი ჟურნალისტის სკანდალური ბრალდება "პარტენოპეის" მიმართ

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, კომენტატორმა და "იუვენტუსის" ქომაგმა კლაუდიო ძულიანმა პლატფორმა "ტვიჩზე" "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე გარკვეული კითხვის ნიშნების გამო "პარტენოპეის" 30 ქულა უნდა დააკლონ.

"ისინი თამაშებს იგებენ იმ მოთამაშეების წყალობით, რომლებიც ფინანსური სანქციების გვერდის ავლით დაიმატეს. ასევე, სპალეტის გუნდში ასპარეზობენ "პრიმავერადან" დამატებული ფეხბურთელები, რომლებსაც სამედიცინო შემოწმებაც კი არ გაუვლიათ.

თუნდაც ოსიმენის შემთხვევა, მსგავსი ფაქტი რომ "იუვენტუსთან" დაკავშირებით მომხდარიყო, რა თქმა უნდა, სერია A-ს ხელმძღვანელობა "ბიანკონერის" წინააღმდეგ სათანადო ზომებს მიიღებდა. ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ", - განაცხადა
ძულიანმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სატურნირო ცხრილს 59 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, სტუმრად "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altრა შემთხვევაში შეიძენს "რეალი" კვარაცხელიას - Cadena SER-ი განმარტავს

alt"ხვიჩას წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა" - იტალიური მედია ნიცა თავაძეზე წერს

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჟირინოვსკი მოკვდაო და თურმე იტალიაში ჩასულა )))
სვანსკი
00:54 17-02-2023
0
სათვალე გაიწმინდე ჯიმა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული