"როდესაც ფორმაში ვარ, კვლავ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ვრჩები" - იბრაჰიმოვიჩმა დაბრუნების შემდეგ "მილანში" დარჩენაზე მინიშნება გააკეთა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "მილანმა" "ატალანტას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 9-თვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც შეხვედრაში 74-ე წუთზე ოლივიე ჟირუს ნაცვლად ჩაერთო.

მატჩის შემდეგ ვეტერანმა შვედმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, "როსონერიში" მომავალ სეზონშიც ითამაშოს.

"როდესაც ფორმაში ვარ, მსოფლიოში კვლავ საუკეთესო მოთამაშედ ვრჩები და ამას ხუმრობით არ ვამბობ. ამ ბოლო დროს ძალიან ვიტანჯე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.

აქ იმიტომ არ ვარ, რომ 5 წუთი ვითამაშო, მსურს მოედანზე მთელი შეხვედრის განმავლობაში ვიყო.

თუ ვითამაშებ იმავე დონეზე,
როგორც ახლა, მაშინ მომავალ წელს კვლავ "მილანში" ვიქნები", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

alt9 თვის შემდეგ დაბრუნებულმა იბრაჰიმოვიჩმა "მილანის" რეკორდი დაამყარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სურვილი და რეალობა აცდენილია ერთმანეთს
baggio
15:21 27-02-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული