გაბრაზებულმა გასპერინიმ "მილანის" ფანებს სენდვიჩი ესროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "მილანმა" "ატალანტას" საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია. მატჩის დასრულების შემდეგ "როსონერის" ფანებსა და ბერგამოელთა მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინის ინციდენტი მოუხდათ.

65 წლის სპეციალისტი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც "მილანის" გულშემატკივრებს შეხვდა, მათ კი გამოცდილი სპეციალისტი შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენიეს.

გასპერინი ამით ძალიან გაბრაზდა და "როსონერის" ფანებს სენდვიჩი ესროლა. გულშემატკივრებმაც ანალოგიურად უპასუხეს, თუმცა უშედეგოდ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული