იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "მილანმა" "სალერნიტანას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი "როსონერიმ" მოიგო. თავი ოლივიე ჟირუმ 45+1 წუთზე გამოიჩინა, მეორე ნახევარში კი ანგარიში ბულაია დიამ 61-ე წუთზე გაათანაბრა.
71-ე წუთზე ისმაილ ბენასერის წაქცევისთვის ფედერიკო ლა პენიამ სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, თუმცა გადამოწმების შემდეგ გააუქმა.
ამრიგად, 26 ტურის შემდეგ "მილანი" 48 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 18 მარტს, "უდინეზესთან" ჩაატარებს.
"სალერნიტანა" 26 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 18 მარტს კი "ბოლონიას" უმასპინძლებს.