26 წლის იაპონელი ნახევარმცველი დაიჩი კამადა, რომლის სამსახურითაც "ნაპოლი"იყო დაინტერესებული, კარიერას "მილანში" გააგრძელებს.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ფეხბურთელის აგენტი "მილანის" წარმომადგენლებს შეხვდა და ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა. დარჩა მხოლოდ მცირე დეტალები, რომლებსაც ორ დღეში შეათანხმებენ.
კამადა "როსონერიში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და მისი წლიური ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება.
კამადამ გასულ სეზონში ბუნდესლიგის 32 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.