როგორც დაანონსებული იყო, 64 წლის ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს.
"ნაპოლის" ყოფილ თავკაცს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი.
"სკუადრა აძურაში" სპალეტიმ რობერტო მანჩინი შეცვალა, რომელმაც თავისი ნებით დატოვა ეროვნული გუნდი.