"ნაპოლის" მწვრთნელად ოფიციალურად ვალტერ მაცარი დანიშნეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას კლუბი საიტით ავრცელებს.
62 წლის მაცარიმ რუდი გარსია შეცვალა და მას კონტრაქტი ზაფხულამდე გაუფორმეს.
მაცარი ნეაპოლურ გუნდს 2009-13 წლებში ედგა სათავეში. ბოლოს "კალიარიში" მუშაობდა, საიდანაც წელიწად-ნახევრის წინ დაითხოვეს.
იტალიური მედია იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უნდოდა გუნდი იგორ ტუდორისთვის ჩაებარებინა, მაგრამ ხორვატმა სპეციალისტმა ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

მაცარის სეზონური გასამრჯელო დაახლოებით 1 მილიონი ევრო იქნება და კონტრაქტი გახანგრძლივებას არ ითვალისწინებს.