
"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნეაპოლელ ფანებს ასე, ამ გზით დავემშვიდობებოდი, რადგან ისინი პირველივე დღიდან გვერდით მედგნენ.
მათ, ფეხბურთელებს და გუნდთან დაახლოებულ ადამიანებს, გულწრფელი მადლობა და წარმატება ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში", - წერს გარსია.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი "ნაპოლიში" ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა.