ვითარება დაძაბულია. ოსიმენმა შეიძლება "ბარსასთან" ვერ ითამაშოს - მაცარის გადაყენება ემუქრება

AutoSharing Option
Football Italia-ს ცნობით, "ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შეიძლება 21 თებერვალს "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

გამოცემის მტკიცებით, ნიგერიელი აფრიკის თასზე ასპარეზობის შემდეგ გადაღლილია, კუნთის პრობლემა აქვს და მწვრთნელს ვალტერ მაცარის არ უნდა გარისკოს.

გუშინ "ჯენოასთან" თავისი გუნდის შეხვედრას ვიქტორმა ტრიბუნიდან უყურა, ნეაპოლური კლუბის საიტი კი იტყობინება, რომ მან დღეს საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.

"გაძეტა დელო სპორტი" ირწმუნება, რომ "ბარსასთან" დამარცხების და ტურნირიდან გამოვარდნის შემთხვევაში, მაცარის გადააყენებენ და მას დიდი ალბათობით, მარკო ჯამპაოლო შეცვლის, რომელიც გასულ წელს
"სამპდორიადან" დაითხოვეს.

"კორიერე დელო სპორტი" აღნიშნავს, რომ გუნდში დაძაბული ვითარებაა. "ჯენოასთან" პირველი ტაიმის შემდეგ მაცარიმ მცველი ლეო ესტეგორი იმის გამო შეცვალა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და არ იყო გამორიცხული, კაცნაკლული დარჩენილიყვნენ. შესვენებაზე ამის შესახებ, როდესაც მწვრთნელმა ნორვეგიელს გასახდელში უთხრა, მან ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის თანდასწრებით.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გუნდს ერთ სეზონში,სამ მწვრთნელს რომ გამოუცვლი,ესე იგი,შენ არ ხარ აზრზე და შენ ხარ გასაგდები,გუნდიდან.სამი მწვრთნელის გამომცვლელი გუნდიც,წესით ლიგიდან უნდა გავარდეს.კიდევ ყოჩაღ ნაპოლის,გავარდნა რომ არ ემუქრება.
სოსო
21:30 18-02-2024
2
კარგი მწვრთნელი არამგონია ამ გუნდის გაწვრთნას დათახმდეს, მაგრამ კარგი მწვრთნელით კი შეიძლება სიტუაცის შეცვლა
გოგა
20:57 18-02-2024
1

სიახლეები პოპულარული