იტალიური პრესა გვამცნობს იმასაც, რომ თუ "ვეკია სინიორამ" ეს ყოველივე მოინდომა, მაშინ დუშან ვლაჰოვიჩი უნდა გაასხვისოს. ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი "ნაპოლის" ყოფილმა და "იუვენტუსის" ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გააკეთა.
"დუშანის გაყიდვა და ოსიმენის დამატება? - ვლაჰოვიჩს უდიდესი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, სერბთან მალე ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ", - ციტირებს ჯუნტოლის ფაბრიციო რომანო.