
"ინტერთან" იტალიის სუპერთასის ფინალში მოგებულ მატჩში (3:2) "მილანის" ნახევარმცველი რაფაელ ლეაო 50-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და კომპენსირებულ დროში მისი პასით ტამი აბრაჰამმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
TikTok-ეს ეთერში ლეაო იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტემ გააკრიტიკა: "ლეაომ გუნდზე თამაში არ იცის. კონსეისაო მალე მიხვდება, რომ მასში არაფერი კარგი არ არის და მხოლოდ 0:0-ზე თამაშისასაა ვარგისიანი. ის ფალსიფიცირებული ფეხბურთელია, რომელსაც კვერცხებიც არ აქვს".
პორტუგალიელმა კასანოს სოციალურ ქსელში ორი სიცილაკით (სმაილით) უპასუხა.
"Giocatore Farlocco" კარგად ითარგმნება ინგლისურ ენაზე - "Fake Player".
ქართულად, ალბათ, "ყალბი ფეხბურთელი" უფრო ახლოს არის ორიგინალთან.