შვეიცარიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველი მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიამ შვეიცარიასთან 0:1 წააგო და ორი შეხვედრის ჯამში მეტოქის დასამარცხებლად გასვლაზე სასურველი ანგარიშით უნდა მოეგო. მასპინძლებმა სწორი სტრატეგია აირჩიეს, ერთბურთიან უპირატესობას უფრთხილდებოდნენ, დაცვას დიდ ყურადღებას უთმობდნენ, სახიფათო შეტევებით პასუხობდნენ და საწადელსაც მიაღწიეს - შვეიცარია მეთერთმეტედ იასპარეზებს მუნდიალზე. ბოლოს ამ ნაკრებმა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

შვეიცარია - ჩრდ. ირლანდია 0:0
ბაზელი. „სენტ იაკობის“ სტადიონი. 36 000 მაყურებელი

შვეიცარია:
ზომერი, აკანჯი, როდრიგესი, შერი, ლიხტშტაინერი, ჯემაილი (61. მეჰმედი), ჯაკა, ზაკარია, შაკირი (80. ფროილერი), ცუბერი, სეფეროვიჩი
(86. ემბოლო)

ჩრდ. ირლანდია:
მაკგოვერნი, ჰიუზი, მაკოლი, ჯ. ევანსი, უორდი (74. ჯონსი), სევილი, ბრანტი, ნორვუდი (75. მაგენისი), დევისი, დალასი, უოშინგტონი (82. მაკნეირი)

გაფრთხილება:
7. ბრანტი, 72. სეფეროვიჩი, 78. ჯ. ევანსი

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვგიჟდები შვეიცარიის ნაკრებზე. გაუმარჯოს ევროპას, მარტო შემადგენლობა რად ღირს! ევროპის გულის შვეიცარელი მოთამაშეები:აკანჯი, როდრიგესი,ჯემაილი,მეჰმედი,ჯაკა,ზაკარია, შაკირი,სეფეროვიჩი.... პაკისტანია თუ შვეიცარია ეს დედააფეთქებული
ივერი
00:56 13-11-2017
1
საფრანგეთს ხო ძირძველი ფრანგები ჰყავს.
ნიკა
02:59 13-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული