დავიდ დე ხეა: რონალდო ერთ-ერთი საუკეთესოა, პორტუგალიასთან მძიმე სასტარტო მატჩი გველის

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მეკარემ დავიდ დე ხეამ პორტუგალიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩზე ისაუბრა.

"პირველი თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პორტუგალიას ხვდები.

ისევე უნდა ვიასპარეზოთ, როგორც შესარჩევ ტურნირზე. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. ყველა იცნობს რონალდოს და ყველამ იცის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

თანაც, მისი გუნდი ძლიერია. ევროპის ჩემპიონები არიან და ამით ყველაფერია ნათქვამი", - განუცხადა დე ხეამ "მარკას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული