მუნდიალი. G ჯგუფი: ვინ იქნება პირველი - ინგლისი თუ ბელგია?

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო ფორუმი 14 ივნისს გაიხსნება.

G ჯგუფი ასე გამოიყურება: ბელგია, პანამა, ინგლისი, ტუნისი.

ამ ჯგუფში, ბელგიისა და ინგლისის სიძლიერიდან გამომდინარე, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია. ერთადერთი კითხვა რჩება: ვინ იქნება პირველი გუნდი?

მეკარით დაწყებული, თავდამსხმელით დასრულებული, ვარსკვლავური შემადგენლობით ბელგია უკეთეს გუნდად გამოიყურება, თუმცა ინგლისს საკმაოდ კარგი შეტევა ჰყავს და ამ კომპონენტით შეეცდება ბელგიელებთან ფონს გასვლას.

მსოფლიო ჩემპიონატზე პანამა დებიუტანტია და მათი შემადგენლობის ნაწილი სამოყვარულო გუნდებიდანაც კი არის დაკომპლექტებული; აი, ტუნისს კი შედარებით
უკეთესი გუნდი ჰყავს, მაგრამ ორ დიდ "ბობოლასთან" რამის გაწყობა გაუჭირდება.

მატჩები

18 ივნისი: ბელგია - პანამა, სოჭი, ფიშტის სტადიონი
18 ივნისი: ტუნისი - ინგლისი, ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის არენა
23 ივნისი: ბელგია - ტუნისი, მოსკოვი, სპარტაკის სტადიონი
24 ივნისი: ინგლისი - პანამა, ნიჟნი ნოვგოროდი, ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონი
28 ივნისი: ინგლისი - ბელგია, კალინგრადი, კალინგრადის სტადიონი
28 ივნისი: ტუნისი - პანამა, სარანსკი, მორდოვია არენა

altმუნდიალი. F ჯგუფი. აქ იტალია უნდა ყოფილიყო, თუმცა შვედეთია...

altმუნდიალი. E ჯგუფი: ბრაზილია ჩემპიონობისთვის, დანარჩენები ჯგუფიდან გასასვლელად

altმუნდიალი. D ჯგუფი: სიკვდილის ჯგუფი და მესის კიდევ ერთი გამოცდა

altმუნდიალი. C ჯგუფი: საფრანგეთი გასაგებია, ვინ იქნება მეორე?

altმუნდიალი. B ჯგუფი: როცა ესპანეთსა და პორტუგალიას მაროკო ემუქრება...

altმუნდიალი. A ჯგუფი: რუსეთი ოცნებობს - "ოღონდ სალაჰი არა!"



ბელგია

მთავარი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ფიფას რეიტინგი: მესამე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 12-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მეოთხე ადგილი 1986 წელს
ვარსკვლავი: კევინ დე ბრუინი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 678 მილიონი

შემადგენლობა

მეკარეები: ტიბო კურტუა ("ჩელსი", ინგლისი), სიმონ მინოლე ("ლივერპული", ინგლისი), კონ კასტეელსი ("ვოლფსბურგი", გერმანია)

მცველები: ტიბო ალდერვეირელდი ("ტოტენჰემი", ინგლისი), დედრიკ ბოიატა ("სელტიკი", შოტლანდია), ვინსენ კომპანი ("სიტი", ინგლისი), ტომას მუნიე (პსჟ, საფრანგეთი), ტომას ვერმალენი ("ბარსელონა", ესპანეთი), იან ვერტონგენი ("ტოტენჰემი", ინგლისი)

ნახევარმცველები: ნასერ შადლი ("ვესტ ბრომვიჩი", ინგლისი), კევინ დე ბრუინი ("სიტი", ინგლისი), მუსა დემბელე ("ტოტენჰემი", ინგლისი), ლეანდერ დენდოკერი ("ანდერლეხტი"), მარუან ფელაინი ("მანჩესტერი", ინგლისი), ადნან იანუზაი ("სოსიედადი", ესპანეთი), იური ტილემანსი ("მონაკო", საფრანგეთი), აქსელ ვიტსელი ("ტიანჯინი", ჩინეთი)

თავდამსხმელები: მიჩი ბატშუაი ("დორტმუნდი", გერმანია), იანიკ ფერეირა-კარასკო ("დალიანი", ჩინეთი), ედენ აზარი ("ჩელსი", ინგლისი), ტორგან აზარი ("გლადბახი", გერმანია), რომელუ ლუკაკუ ("მანჩესტერი", ინგლისი), დრის მერტენსი ("ნაპოლი", იტალია)


პანამა

მთავარი მწვრთნელი: ჰერნან დარიო გომესი
ფიფას რეიტინგი: 55-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: დებიუტანტი
ვარსკვლავი: ისმაელ დიასი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 7.5 მილიონი

შემადგენლობა

მეკარეები: ხოსე კალდერონი ("ჩორილიო"), ხაიმე პენედო ("დინამო", რუმინეთი), ალექს როდრიგესი ("სან-ფრანსისკო", აშშ)

მცველები: ასმახარ არიანო ("პატრიოტასი"), ფილიპე ბალოი ("მუნისიპალი"), ჰაროლდ კამინგსი ("სან-ხოსე"), ერიკ დევისი ("დუნაისა"), ფიდელ ესკობარი, მიხაელ მურილო (ორივე "ნიუ-იორკ რედ ბული"), ადოლფო მაჩადო ("ჰიუსტონ დინამო"), ლუის ოვალიე ("ოლიმპია"), ფრანსისკო პალასიოსი ("სან-ფრანსისკო"), რიჩარდ პერალტა ("ფლიანსა"), რომან ტორესი ("სიეტლი")

ნახევარმცველები: რიკარდო ავილა, ხოსე ლუის როდრიგესი (ორივე "გენტი"), ედგარ ბარსენასი ("ტაპაჩულა"), რიკარდო ბუიტრახო ("მუნისიპალი"), მიგელ კამაგრო ("უნივერსიდად სან-მარტინი"), ადალბერტო კარასკილია ("ტაურო"), არმანდო კუპერი ("უნივერსიდად დე ჩილე"), ანიბალ გოდოი ("სან-ხოსე"), გაბრიელ გომესი ("ბუკარამანგა"), ხოსე გონსალესი ("უნიან კომერსიო"), კრისტიან მარტინესი ("კოლამბუსი"), ვალენტინ პიმენტელი ("პლასა ამადორი"), ალბერტო კინტერო ("უნივერსიტარიო")

თავდამსხმელები: აბდიელ აროიო ("ალახუელენსე"), როლანდო ბლეკბერნი ("ჩორილიო"), ისმაელ დიასი ("დეპორტივო"), ხოსე ფახარდო ("ინდეპენდიენტე"), რობეტო ნურსე ("მინეროსი"), ბრას პერესი ("მუნისიპალი"), ლუის ტეხადა ("სპორტ ბოიზი"), გაბრიელ ტორესი ("უაჩიპატო")


ტუნისი

მთავარი მწვრთნელი: ნაბილ მალოუ
ფიფას რეიტინგი: 21-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 4-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: ჯგუფური ეტაპი
ვარსკვლავი: ბაჰბი ჰაზრი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 52 მილიონი

შემადგენლობა

მეკარეები: აიმენ მათლუტი ("ალ-ბატინი"), ფარუკ ბენ-მუსტაფა ("ალ-შაბაბი"), მუე ასენი ("შატორუ");

მცველები: ჰამდი ნაგეზი ("ზამალეკი"), დილან ბრონი ("გენტი"), რამი ბედუი ("სეტიფი"), იოან ბენალუანი ("ლესტერი"), სიამ ბენ-იუსუფი ("კასიმფაშა"), იასინ მერია ("სფაქსენი") უსამა ჰადადი ("დიჟონი"), ალი მაალული ("ალ-აჰლი ჯიდა");

ნახევარმცველები: ელი სკირი ("მონპელიე"), მოჰამედ ბენ-ამორი ("ალ-აჰლი ჯიდა"), გილან შალალი ("ესპერანსი"), ფერჯანი სასი ("ან-ნასრი"), აჰმედ ჰალილი ("აფრიკენი"), საიფ-ედინ ჰაუი ("ტრუა");

თავდამსხმელები: ფაჰრედინ ბენ-იუსუფი ("ალ-იტიფაკი"), ბაჰბი ჰაზრი ("რენი"), ანის ბადრი ("ესპერანსი"), ბასემ სრარფი ("ნიცა"), ნაის სლიტი ("დიჟონი"), საბერ ჰელიფა ("აფრიკენი");

ინგლისი

მთავარი მწვრთნელი: გარეთ საუტგეიტი
ფიფას რეიტინგი: მე-12 ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 14-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: გამარჯვებული 1966 წელს
ვარსკვლავი: ჰარი კეინი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 786 მილიონი

შემადგენლობა

მეკარეები: ჯეკ ბატლენდი ("სტოკ სიტი"), ჯორდან პიკფორდი ("ევერტონი"), ნიკ პოუპი ("ბარნლი").

მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ("ლივერპული"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), კირან ტრიპიერი, დანი როუზი (ორივე "ტოტენჰემი"), ფილ ჯონსი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჰარი მაგუაირი ("ლესტერი"), კაილ უოკერი, ჯონ სტოუნზი (ორივე "მანჩესტერ სიტი").

ნახევარმცველები: ერიკ დაიერი, დელე ალი (ორივე "ტოტენჰემი"), ჯესი ლინგარდი, ეშლი იანგი (ორივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯორდან ჰენდერსონი ("ლივერპული"), რუბენ ლოფტუს-ჩიკი ("ჩელსი"), ფაბიან დელფი, რაჰიმ სტერლინგი (ორივე "მანჩესტერ სიტი").

თავდამსხმელები:
ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), მარკუს რაშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯეიმი ვარდი ("ლესტერი"), დანი უელბეკი ("არსენალი").
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული