ოსკარს გიენა-ბარეს სინდრომი სჭირს, რის გამო დარღვეული აქვს სუნთქვის სისტემა, სისუსტეს გრძნობს კუნთებში, შეიძლება ფეხების პარალიჩი დაემართოს, ხელებზე გადაუვიდეს და გული გაუჩერდეს. თუმცა, გამოჯანმრთელების შანსი მეტი აქვს. ეს დაავადება დაამარცხეს ფეხბურთელებმა მორტენ ვიგჰორსტმა და მარკუს ბაბელმა, რომლებიც ტაბარესზე გაცილებით ახალგაზრდები
მისი ავადმყოფობის შესახებ შარშანწინ გახდა ცნობილი, თუმცა 2013 წლიდან ყავარჯნით გადაადგილდება. ის ამბობს, რომ "მექანიკური ტრავმა" მიიღო და ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ დამოუკიდებლად დადიოდა. 2016 წელს ჩატარებულ ამერიკის თასზე ოსკარი ინვალიდის ელექტრონული ეტლით გადაადგილდებოდა.
ცდილობდა ჯანმრთელად გამოჩენილიყო, პრეს-კონფერენციებზე რიხიანად ლაპარაკობდა, ყველას კი ესმოდა, რომ მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში იყო მწვრთნელი, რომელსაც ვარჯიშებზე შეგირდებთან ერთად ბურთაობა უყვარდა. ავადმყოფობის გამო არასოდეს არ შეუწყვიტავს მუშაობა. ურუგვაიში ოსკარს მასწავლებელს ეძახიან, რადგან სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ახლაც ქვეყანაში ყველა ასაკობრივ ნაკრებს აკონტროლებს.
მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ურუგვაის ნაკრები ტაბარესის ხელმძღვანელობით პლეი-ოფში გავიდა და ახლა ისღაა გასარკვევი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს. რუსეთთან მომავალ მატჩზე მან თქვა - სიკვდილი ან გამარჯვება, კარგი თამაშით უნდა გავიმარჯვოთ.
ოსკარ ტაბარესი - რუსეთთან მომავალ მატჩზე: სიკვდილი ან გამარჯვება
მუნდიალი 2018: ნაკლებად სანახაობრივ მატჩში ურუგვაიმ საუდეთს მოუგო [VIDEO]
კიდევ ავიწყდებათ,რომ მათი ვალია რეპორტაჟის წაყვანა და არა თამაშის განხივა და თავიანთი აზრების უსისტემოდ ფრქვევა.