გარეთ საუტგეითი: ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ კომენტარი ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუტგეითმა გააკეთა.

"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, ბურთს ვაკონტროლებდით. როდესაც მომენტებს ქმნი, მეორე გოლი უნდა გაიტანო. შესვენების შემდეგ დიდი ზეწოლის გადატანა მოგვიხდა. დამატებითი დრო თანაბარი გამოვიდა, მაგრამ ხორვატებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და სახიფათონი იყვნენ. ბოლოს მათ შანსი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერ ვუპასუხეთ. საოცარი გზა განვლეს ფინალამდე, წარმატება მინდა ვუსურვო.

დამწუხრებულნი ვართ. მართალი გითხრათ, ამას არ ველოდი. ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ. ძნელი იქნება მათი მოტივირება".

altმუნდიალი 2018: ხორვატიამ

ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
რატომ უნდა გაუქმდეს მესამე ადგილისთვის მატჩი არ მესმის. ეს მსოფლიო ჩემპიონატია და მესამე ადგილიც წარმატებაა,თან ახლა ერთმანეთს ინგლისი და ბელგია ხვდებიან. ამითაც მტკიცდება,რომ ინგლისის ნაკრებში დედიკოს ბიჭები თამაშობენ. იმასაც ვერ იტყვი,რომ მაინდამაინც ფინალის სათამაშოდ ჩავიდა ინგლისი რუსეთშიო. გახვიდე მესამეზე,მაშინ როცა ბრაზილია,არგენტინას და გერმანია უკან მოტოვებული გყავს, ინგლისისთვის საოცნებო უნდა იყოს. როცა გუნდი განტვირთვას სათამაშოებით ცდილობს და მერე ნაკრების ღირსების დაცვა უწევთ ძნელია,რადგან მეტოქე დიდი ბიჭები არიან. სტერლინგი უნდა იყოს ფეხბურტელი და მე ეკონომისტი?! ედუარდას ბნელ 90იანებს რა ვუთხარი,თორემ ვანახებდი ქართველ ფეხბურთელებს,როგორ უნდა გეცვას ნაკრების ფორმა. როცა ნაკრებში თამაშობ ცოტა გიჟიც უნდა იყო,ცოტა არა საკმაოდ.სიკვდილამდე უნდა ირბინო,რადგან ქვეყნის დროშა გაქვს ამოქარგული გულთან. რა ტრანვა,რაის კლუბი,გადიხარ და იბრძოლე ბოლომდე. ხორვატების ბრძოლა დიდი ხანი მემახსოვრება,იმის მიუხედავათ მოიგებენ თუ არა. ერთი კი ვიცი,რომ ადვილად არ დათმობენ არაფერს. ხორვატების წყალი გადმოგსხმოდეს და გვენახა გულანთებული ქართველი ფეხბურთელები,ხოლო ტრიბუნაზე ჩვენი ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ფანები და აღარ მომხდარიყოს სამარცხვინო ფაქტები,როცა ქართველი ფანი გერმანელ ფეხბურთელს ფეხებს რო უკოცნიდეს.დაფასებულიყოს ნიჭი და არა გვარიშვილობა,მიმკვდარიყოს კორუფცია,კობიაშვილს პარლამენტარობისთვის თავი დაენებებინოს და ფეხბურთისთვის მიეხედო. ჩვენთვისაც გაისვრის ავრორა და ჩვენც მივაღწევთ წარმატებას. არ მივატოვებ არასდროს,ნაკრები ჩემი გულია,და მე ყოველთვის ვიქნები,იქ სადაც ჩემი გუნდია. დიდება საქართველოს,დიდება დინამოს და დიდება კიტეიშვილს. ინგლისელები ჯანდაბაში წასულან,კაკაბაძე,კანკავა,კიტეიშვილი და ყველა ბიჭი დამიფასეთ ქართველებო!
სხვათა თუთაშხია
08:01 13-07-2018
1
საერთოდ აღარ უნდა იყოს მე-3ადგილისთვის თამაში.ნახევარფინალში წაგებული გუნდი განადგურებულია მორალურად და მართლა ძნელია მათი მოტივირება.ორივეს უნდა მისცე ბრინჯაო.
კახა ქირია
12:11 12-07-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული