ამერიკელთა ზღაპრული გოლი - ნიდერლანდებმა აშშ დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ნიდერლანდებმა აშშ 3:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩი ამერიკელებმა აქტიურად დაიწყეს, პულიშიჩმა შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, გოლი კი პირველივე შეტევისას ნიდერლანდებმა გაიტანა - თავისივე დაწყებული კომბინაცია დეპაიმ დააგვირგვინა. შესვენებაზე გასვლის წინ ტერნერის კარი ბლინდმაც დალაშქრა და ვან გაალის გუნდმა სერიოზული უპირტესობა მოიპოვა. მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და რაიტმა საოცარი, ალბათ, წლის საუკეთესო გოლით ანგარიში შეამცირა. თუმცა, აშშ-ის ნაკრების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ორი საგოლე გადაცემის ავტორმა დუმფრისმა ბლინდის პასით დაამწუხრა მეტოქე და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მოკლედ, გუნდმა, რომელმაც ჯგუფი მოიგო, მაგრამ არადამაჯერებელი თამაშის გამო აკრიტიკებდნენ, გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

- დეპაიმ ნაკრებში 43-ე გოლი გაიტანა, ჰუნტელაარს გაასწრო და მხოლოდ ვან პერსის ჩამორჩება (50). მემფისმა ვან გაალის ეროვნულ გუნდში დაბრუნების შემდეგ 17 მატჩში 15-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
- ვან გაალის დაბრუნების მერე ნიდერლანდები დაუმარცხებელია - 14 მოგება და 5 ფრე.
- დუმფრისი 1966 წლის შემდეგ მეორე მცველია, რომელმაც ერთ მუნდიალზე სამ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
- აშშ ზედიზედ მესამედ გავარდა 1/8-ფინალიდან.

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალი". 44 846 მაყურებელი
ნიდერლანდები - აშშ 3:1
გოლები: 1:0 დეპაი (9), 2:0 ბლინდი (45+1), 2:1 რაიტი (76), 3:1 დუმფრისი (81)

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე მგონი, უბრალოდ, ბურთს ფეხი წამოკრა და დაეცა ის ამერიკელი. :)
გივი
04 დეკემბერი 2022 01:59
2
სათაური გაასწორეთ, პატივცემულებო - მეოთხედფინალში გავიდნენ
ბესო შიოშვილი
04 დეკემბერი 2022 01:48
0
აშკარად დამაჯერებლად თამაშობენ ნიდერლანდები და რთული იქნება ამ გუნდის დამარცხება.შეუძლია ამ გუნდს არგენტინა ბრაზილიის დაძლევა, თუმცა იმედი მაქვს ამას ვერ იზავენ და მესის ჩემპიონობაში ხელს ვერ შეუშლიან!!!
ზურა
03 დეკემბერი 2022 21:53
10
რა ზღაპრული გოლი, თვითონაც არ იცის, როგორ გამოვიდა, არ მითხრათ ახლა შეასრულაო.დდდ
ილია
03 დეკემბერი 2022 21:19
2
ვამბობდი ბებერი მელა ვანგაალი მალავს ჯგუფში თამაშს მეთქი და არ ჯეროდა არავის.Dდ
რრრ
03 დეკემბერი 2022 21:09
5

სიახლეები პოპულარული