არგენტინა და ბრაზილია ევროპელთა 20-წლიანი "ბატონობის" დასასრულებლად - საფრანგეთი ზედიზედ მეორედ იჩემპიონებს?

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ და ყველაზე საინტერესო ეტაპზე სენსაციების გარეშე მაინც ვერ მივიდა. საუკეთესო 8 გუნდს შორის, მოულოდნელად, მაროკოს ნაკრები მოხვდა, რომელიც ესპანეთის ნაკრებს ზუსტად ისე ეთამაშა, ყველაფერი პენალტების სერიაში გაერკვია და ეს იდეალურად გამოუვიდა.

რა ვნახეთ მერვედფინალებში? წყვილების უმეტესობაში ფავორიტი გამოკვეთილი იყო და მათ მოლოდინები გაამართლეს, გოლები და ლამაზი ეპიზოდებიც ვიხილეთ, ახლა კი მეოთხედფინალებს შევეხოთ, რომლებიც 9 და 10 დეკემბერს ჩატარდება.

Sportall.Ge

ხორვატია - ბრაზილია

ბრაზილიის ნაკრები, რომელიც ტიტეს ხელში პრაგმატულ გუნდად მიიჩნევა, მერვედფინალში
ძალიან ლამაზად ათამაშდა და ის ელემენტები წარმოგვიდგინა,
რომელთა გამოც მათი ფეხბურთი ასე უყვართ. ამის მიუხედავად, ხორვატიის წინააღმდეგ ის პენალტების სერიით, როგორი გადაღლილიც უნდა იყოს, გამარჯვება უპირობოდ დაგეგმო, რთული ამბავია. ლუკა მოდრიჩი 37 წლის ასაკში საოცარ ენერგიას ასხივებს. "რეალის" ფეხბურთელის თანაგუნდელებიც უკვე ვეტერანები არიან, მაგალითად, ივან პერიშიჩი (33 წლის), რომელმაც იაპონიას გაუტანა, თუმცა... ხორვატები ყველაფერს გააკეთებენ, ბრაზილიელებმა ისევ რომ არ იცეკვონ - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ცეკვა, რომელმაც ირლანდიელი როი კინი ასე გააღიზიანა.

სამხრეთი კორეა იდეალურ ბარომეტრად არ გამოდგება. ისე ჩანს, ნეიმართან ერთად და მის გარეშე მაინც სხვადასხვა ბრაზილიას ვხედავთ. გარდა იმისა, რომ ის თამაშს ალამაზებს, პრუდუქტიულიცაა, მეტოქეებისგან გაზრდილი ყურადღება აქვს და პასის კულტურაც ძალიან დახვეწილი.

თუკი ხორვატია 4 საუკეთესოს შორის მოხვდება, რა თქმა უნდა, ეს დიდი სენსაცია იქნება, თუმცა ამ გუნდისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. წინა მუნდიალზეც, როცა ყველას ეგონა, რომ ინგლისის ნაკრებს ფინალამდე იოლი გზა ჰქონდა, ისინი სწორედ ხორვატებმა შეაჩერეს.

ნიდერლანდები - არგენტინა

აფიშა ძალიან საინტერესოა. ნიდერლანდების ნაკრები ვან გაალის ხელში თითქოს იმას და იმდენს თამაშობს, რამდენიც კონკრეტულ მატჩს სჭირდება. ის არაა გუნდი, რომელიც საკუთარი იდენტობის ერთგულია და ცდილობს თვალისმომჭრელად, ბურთის ფლობის დომინაციით იასპარეზოს. კარგად იაზრებენ, რომ მათთვის მთავარი ახლა ისაა, ამ რთულ გზაზე ტიტულისთვის იბრძოლონ, რაც ცოტათი მოულოდნელობაც იქნება.

Sportall.Ge

საიმედო მეკარე, მაღალი დონის მცველები და უფრო
ინდივიდუალური გაბრწყინების იმედი შეტევაში - აქამდე ეს ნიდერლანდები ასეთი გამოჩნდა. ფრენკი დე იონგზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ის რიტმს აკონტროლებს, დაცვით ფუნქციებსაც საკუთარ თავზე იღებს, ბურთის ფლობასაც და შეტევით ოპერაციებს. ჯგუფურ ეტაპზე კოდი გაკპო ძალიან კარგი იყო და მასში მომავლის ვარსკვლავს ვხედავთ, დენზელ დუმფრისის ფლანგური გარღვევებიც უაღრესად სახიფათოა.

ლიონელ მესიმ ყველა შეხვედრაში თავი საუკეთესოდ წარმოგვიჩინა, არგენტინის ნაკრებში კი გუნდური მექანიზმები სათანადოდ მაინც არ მუშაობს. მესი ძალიან დიდია და მსოფლიო ჩემპიონობას თითქოს როგორ ძალიან იმსახურებს, მით უმეტეს, გუნდში, რომელიც ემოციითა და მთელი არსებით თამაშობს, თუმცა ბევრი ხარვეზი აქვს და მისი კომპენსირება სწორედ "ათიანის" თითოეულ გენიალურ მოქმედებას შეუძლია. ანხელ დი მარია ის კაცია, რომელიც ლეოს ძალიან უნდა დაეხმაროს. მთავარია, ტრავმისგან სრულად მომჯობინდეს.

Sportall.Ge

მაროკო - პორტუგალია

მაროკოს ნაკრები საოცრად ორგანიზებული გუნდია, დაცვაში მწყობრი თამაშითა და შეტევაში სწრაფი მოქმედებით. ამას ჰაკიმ ზიეჩის არაორდინარული გადაწყვეტილებებიც ემატება. მაროკოელებმა თითქოს კარგად აუღეს ალღო ევროპულ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებას და ახლა კიდევ ერთი მათგანი ელის -  ძალიან მძლავრი პორტუგალია. ფერნანდო სანტუშის გუნდი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად უფრო ძლიერი გამოჩნდა თუ მის გარეშე, საკითხავი უკვე ესაა. ვნახოთ, 21 წლის გონსალო რამოსი დაწყებულ საქმეს როგორ განაგრძობს, რონალდო კი ამ ასაკშიც დიდებას ინარჩუნებს.

ინგლისი - საფრანგეთი

საფრანგეთის ნაკრებს საკმაოდ კარგი შანსი აქვს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ რომელიმე ქვეყანამ (ეს ბრაზილიას და იტალიას გაუკეთებიათ) ზედიზედ ორი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს. კილიან მბაპე ისეთ ფორმაშია, გვგონია რომ ისევ გასული ჩემპიონატის გაგრძელებას ვუყურებთ. მისი შეჩერება ძალიან რთულია. ფრანგებმა გარკვეული პრობლემური პოზიციები (მაგალითად, საყრდენი ზონა) საკმაოდ იოლად შეავსეს და დიდიე დეშამს საკუთარ თავში დარწმუნებული და მყარი კოლექტივი ჰყავს.

Sportall.Ge

ინგლისის ნაკრებს, რომელიც "ერთა ლიგაზე" ძალიან წარუმატებლად გამოვიდა, ფავორიტთა შორის ახლა ყველაზე ნაკლებად მოიხსენიებდნენ, ვიდრე 1966 წლის შემდეგ ოდესმე ყოფილა და იქნებ გარეთ საუთგეიტის გუნდისთვის ეს უკეთესიც კი გამოდგეს. ფაქტია, ინგლისელებს ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავთ და რესურსი დიდი აქვთ. ჰარი კეინს სრულიად ახალი ფუნქციებით ვხედავთ, ის პასებს კარგად ანაწილებს და მხოლოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გამოირჩევა. გამორჩეული ჩემპიონატი აქვს 19 წლის დორტმუნდის "ბორუსიელს", ჯუდი ბელინგემს. ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება მართლაც მშვენიერი უნდა გამოდგეს...

უკვე 20 წელია, მუნდიალის გამარჯვებულები ევროპელები ხდებიან და როგორც ბრაზილიის ნაკრების მიზანია, 2002 წლის მდგომარეობაში იყოს და ტიტული მოიპოვოს, ასევე არგენტინელებსა და ლიონელ მესის, მარადონას ეპოქიდან მოყოლებული, იქნებ ამის ყველაზე დიდი შანსი აქვთ. ლეოსთვის ეს უკანასკნელი შესაძლებლობაა, ამ ტიტულითაც დაამტკიცოს, რომ ძალიან დიდია, რაც ისედაც უალტერნატივოა.

არგენტინა და ბრაზილია თუკი შემდეგ ეტაპზე გავლენ, ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რაც ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა შეიძლება იყოს. დაველოდოთ და ვისიამოვნოთ!

altკატარი 2022. ყველა მეოთხედფინალური წყვილი და მატჩების განრიგი

altარ გაიმეოროთ კვარაცხელიასთან დაშვებული შეცდომა - ვის აქვს მუნდიალიდან გრანდებში გადასვლის შანსი?

altესპანეთი ცბიერი აღმოჩნდა - რამ მიიყვანა გერმანია აქამდე და რატომ ტოვებს VAR-ი შეკითხვებს...

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგალითად მე კატარის გამო მაქვს შინაგანი პროტესტი ამ ჩემპიონატის მიმართ,კი ვუყურებ მაგრამ ჩვეულებისამებრ ვერ...
ბაჩი
23:22 07-12-2022
6
მე პირადად ვერცერთი გუნდის თამაშით ვერ მოვიხიბლე.
მოროელი
17:54 07-12-2022
17

სიახლეები პოპულარული