
პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ მაროკოელმა კომენტატორმა კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა და მის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოამჟღავნა.
"კრიშტიანო, ერთ რაღაცას გეტყვი. შენ ხარ ისტორია, ლეგენდა, გაქვს ლამაზი წარსული და საოცარი აწმყო. შენ პორტუგალიისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხარ" - აცხადებს კომენტატორი.
რა თქმა უნდა, მსგავსი სიტყვების თქმა მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ნაკრებმა მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი მეოთხედფინალიდან სახლში გაუშვა და თვითონ ნახევარფინალში გავიდა, დიდებული საქციელია.