"წარუმატებლობის სიმბოლოა, ჰიმნსაც კი არ მღერის" - როგორ დაიმსახურა მესიმ არგენტინელი ქომაგების სიყვარული 16 წლის შემდეგ

AutoSharing Option
18 დეკემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. "ალბისელესტე" 36-წლიანი მშრალი სერიის დასრულებას და მუნდიალის ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

დღეს, ლიონელ მესი ნაკრებში უკანასკნელ მატჩს გამართავს და მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების უკანასკნელი შანსი ექნება. ლეომ არგენტინელი ხალხის სიყვარულისა და პატივისცემის მოსაპოვებლად უდიდესი გზა გაიარა..

"ლა პულგამ" სამშობლო ძალიან ადრე დატოვა და 13 წლის ასაკში "ბარსელონას" აკადემიას, "ლა მასიას" შეუერთდა. "ის არგენტინელი არ არის, ესპანელია, ჰიმნსაც კი არ მღერის, რადგან სიტყვები არ იცის" - აცხადებდნენ არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები.

მესი ჟურნალისტებთან თითქმის არ
საუბრობდა, ხშირად ამას მის მაგივრად ხავიერ მასკერანო აკეთებდა, რის გამოც 10-იანი ქომაგებისგან ხშირად კრიტიკას იმსახურებდა.

2011 წელს კოპა ამერიკა არგენტინაში ჩატარდა, მასპინძელმა ქვეყანამ ტურნირზე სრული კრახი განიცადა, მარცხი კი ლიონელს დაბრალდა, "ევროპაში სასწაულებს ახდენს, ქვეყანაში კი წარუმატებლობის სიმბოლოდ იქცა" - აღნიშნა იმედგაცრუებულმა არგენტინელმა გულშემატკივარმა.

2014 წელს "ალბისელესტე" გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა, 2016 წელს კი ხორხე სამპაოლის გუნდი კოპა ამერიკის ფინალში ჩილესთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა, მესიმ ამ შეხვედრაში პენალტი გააცუდა. ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა და გადაწყვიტა ეროვნულ ნაკრებს დამშვიდობებოდა:

"ნაკრებთან ერთად 4 ფინალში ვითამაშე, ძალიან ვეცადე, მაგრამ ვერაფერი შევძელი. ვფიქრობ, ყველასთვის უკეთესი იქნება თუ წავალ. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც უნდა, რომ ეს გავაკეთო" - განაცხადა მესიმ.

არგენტინელებმა "პატარა ჯადოქარს" ნაკრებში დაბრუნება სთხოვეს. "ჩილესთან განცდილი მარცხის შემდეგ ეროვნული გუნდის დატოვებაზე ბევრი ვიფიქრე, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტად ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებაზე ვვოცნებობ" - აღნიშნა 7-გზის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულმა.

მას შემდეგ, რაც "ალბისელესტემ" კოპა ამერიკის ფინალში, მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა, კრიტიკოსები საბოლოოდ გაჩუმდნენ, მოგეხსენებათ "მარაკანაზე" "სელესაოსთან" გამარჯვება ომის მოგების ტოლფასია. მესი ამ ტრიუმფის შემდეგ, არა წარუმატებლობის სიმბოლოდ, არამედ ისტორიის შემოქმედად იქცა.

არგენტინელებისთვის მარადონა ყველაფერია, მან შეძლო და 1986 წელს ნაკრებს ულიდერა, ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი მომენტები აჩუქა, გარდა ამისა, დიეგო ყოველთვის პირდაპირი იყო, მესი ამ მხრივ განსხვავებულია. ჩუმი, მორიდებული, თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ლეო დიდი ხნის განმავლობაში მარადონას ჩრდილში იყო და მასზე ყოველთვის დიდი მოლოდინები იყო. 

კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, თითქოს მესი ზეწოლისგან გათავისუფლდა, უფრო ლაღად და მშვიდად თამაშობს, როდესაც თანაგუნდელები ცუდად გამოიყურებიან, მათთან მიდის და ესაუბრება, დღეს 35 წლის ლეო არგენტინის ნაკრების ლიდერია, კაპიტანი, რომლის ნახვასაც მის სამშობლოში ასე დიდხანს ელოდებოდნენ...

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

alt36-წლიანი წყევლის მოსახსნელად - რა არის ტილკარას წყევლა, რომლის გამოც ითვლება, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს 1986 წლის შემდეგ ვერ იგებს

altამ ასაკში მბაპე მესის სჯობს - კილიანი და ლეო მუნდიალის ფინალის წინ ერთმანეთს შეადარეს

altრონალდინიო: დარწმუნებული ვარ, მესი საფრანგეთის გაანადგურებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული