პელე: მესიმ ეს დაიმსახურა - რა თქმა უნდა, მარადონა იღიმის

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელემ არგენტინის ნაკრებსა და მესის მსოფლიო ჩემპიონობა სოციალური ქსელით მიულოცა:

"დღეს ფეხბურთი, როგორც ყოველთვის, ხალისიანად განაგრძობს თავისი ისტორიის მოყოლას. ლეო მესიმ თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რასაც თავისი კარიერით იმსახურებდა.

ჩემმა მეგობარმა მბაპემ ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა დ პენალტი გაიტანა. სპორტის ჩვენი სახეობისთვის როგორი საჩუქარი გახდა ეს შოუ!

არ შემიძლია შესანიშნავი კამპანია მაროკოს არ მივულოცო. სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ ბრწყინავს აფრიკა.

ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, ახლა დიეგო (მარადონა) იღიმის".

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაი ბნელი ყოფილხარ, ბატონო პელე. მბაპეს არ შემიდარა? მესი, მარადონასაც სჯობს და თქვენც. უფრო მეტ საქმეს აკეთებს და მეტ სისწრაფეზეც. რონალდოსთან და მბაპესთან შედარებით, მესი გენიაა. ცენტრიცაა, გარემარბიც, გამთამაშებელიც, ფორვარდიც და ჩამშლელიც ერთდროულად. მაგხელა სამუშაოს პელე ვერ ასრულებდა. მარადონა უფრო კი, მარა მაინც ვერ. ასე რომ, სად რონალდო და მბაპე და სად მესი.
ლევან მაღლაკელიძე
15:40 19-12-2022
6
Portugalielebs utqvia mesi ro gvyoloda chven gavxdebodit msoflio chempionebio
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული