ესპანური El Chiringuito-ს ჟურნალისტმა კრისტინა კუბერომ ტელევიზიით პირდაპირ ეთერში მსოფლიოს ჩემპიონატი ღრმად და საფუძვლიანად გაანალიზა და გულშემატკივრები გააოგნა.
ტელეწამყვანის კითხვაზე, ვინ გაუცრუა ყველაზე მეტად ტურნირზე იმედები, დაფიქრდა და უპასუხა - ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა და გერმანელმა ტონი კროოსმა.
კროოსმა სანაკრებო კარიერა 2021 წლის ივლისში დაასრულა, ამ საპატიო მიზეზის გამო კატარში არ უასპარეზია და კუბეროს ირონიულად გასცა პასუხი. "ვიცოდი, ოდესღაც ყველაფერს მე დამაბრალებდნენ", - დაწერა კროოსმა თავის "ტვიტერზე".