"მარტინესს ვთხოვე, ფეხზე მეკოცნა" - არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი

AutoSharing Option
არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი მაურიოსიო მაკრი The Best-ის დაჯილდოებაზე ნაკრების მეკარეს, ემილიანო მარტინესსა და გუნდის კაპიტანს, ლეო მესის შეხვდა. მაკრიმ TyC Sports-ს გაუმხილა, რომ უნდოდა მარტინესის ფეხზე ეკოცნა:

"ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. თეატრს სამი თუ ოთხი შესასვლელი აქვს. ნასერ ელ-ჰელაიფის ვესაუბრებოდი, როდესაც პირველი ემილიანო შემოვიდა. იქამდე არ ვიცნობდი, მივესალმე და ვთხოვე, ფეხზე მეკოცნა... როგორ შეიძლება არ აკოცო ისეთი დარტყმული ბურთის მოგერიების შემდეგ?

Sportall.Ge

მესი რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ მინახავს. ის ბედნიერი დავინახე, ზურგიდან ტვირთი მოეხსნა. ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი - რას
ნიშნავს მისი ლიდერობა არგენტინის მომავლისთვის.

რაც კატარში მოხდა, ეს ღვთაებრივი გზავნილია. ამის ახლოდან ყურებით ჩემი სიცოცხლის 30 საუკეთესო დღე ვიცხოვრე. ეს ჯანსაღი სამწვრთნელო შტაბით ადამიანური გუნდია. ისინი ფსიქიკურ ჯანმრთელობას მნიშვნელოვან როლს სძენენ, ტოქსიკურები არ არიან.

და ამას გარდა, ლიდერი მესი სამყაროს ისტორიაში, ფეხბურთში საუკეთესოა. გუნდი ტურნირზე არ შეურიგდა იმას, რომ ლეოზე ყოფილიყო დამოკიდებული, საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა დ გაიმარჯვეს. ყველა იტანჯებოდა და ყველა იმარჯვებდა. ეს ეპოქათა ცვლა და არგენტინის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია.

რასაც მან მიაღწია, მსოფლიო ფეხბურთში ვერავინ ვერ შეძლო... ღირსეული გამარჯვებული, ღირსეული დამარცხებული, ოჯახის კაცი. მისი ცხოვრება მეუღლე და შვილებია, სადაც პრობლემა და კონფლიქტი არასოდეს წარმოიქმნება".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თქვენ მართლა ერთნაირები ყოფილხართ, ფეხზე არა სხვაგან აკოცე ...
ზურა
20:54 29-03-2023
7
ეპოზოდი, რომელმაც არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, ამის შემდეგ პენალტები ფორმალობა რომ იყო კი გამოჩნდა. ეკუთვნოდა არგენტინას და მესის მსოფლიო თასი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული