მბაპე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მესი აქო

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე ზედიზედ მეორედ დაასახელა საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

2018/19-ის სეზონში მბაპემ ლიგა 1-ის 29 მატჩში 33 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მბაპემ აღნიშნულ გამოცემასთან ლეო მესისთან "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაზე გააკეთა კომენტარი.

"მივხვდი, შემეძლო ეს ჯილდო მომეგო, მაგრამ იქ მესი იყო. გავიტანდი ორს, მას გაჰქონდა სამი; გავიტანდი სამს, გაჰქონდა ოთხი! იმდენად გასაკვირი იყო, რომ უსმან დემბელეს ვკითხე, სპეციალურად ხომ არ აკეთებს-მეთქი?

მან მიპასუხა, რა თქმა უნდაო. ეს სასიამოვნო იყო".

მესიმ გასულ სეზონში 36 გოლი გაიტანა და
მეექვსედ მოიპოვა "ოქროს ბუცი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოღმა ეტოოს წამოარტყი ეგ თავში თუ ძმა ხარ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული