ოსიმენი გამოირიცხა? - პსჟ-მა 50 მილიონად ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონა პსჟ-მა გვაუწყა, რომ "რენიდან" 19 წლის ფორვარდი დეზირე დუე დაიმატა და მას კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი პარიზულ გუნდს 50 მილიონი ევრო დაუჯდა.

გასულ სეზონში დუემ "რენის" ფორმა 31 შეხვედრაში მოირგო, სადაც 4 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოგეხსენებათ, პსჟ-ის სახელს "ნაპოლის" ფორვარდ ვიქტორ ოსიმენსაც აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ შესაძლოა, ამ გარიგებით ეს ტრანსფერი აღარც შედგეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
4 გოლი გაუტანია კაცს, ეხუმრები? ))) წაეყვანათ ვოლკოვი, ბუდუ, რა ვიცი ალბათ ქვილითაისაც მეტი ქონდა გატანილი. 10-ჯერ ნაკლები დაუჯდებოდათ. 50 მილიონად ისეთ ქართულ გუნდს გააკეთებდა კაცი, რომ პსჟ-ს ბურთს გადაახევდნენ თავზე. ))))
უყურე შენ?!
16:23 17-08-2024
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული