პსჟ-ის მცველმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ჯამელი "ტვიტერით" იტყობინება, რომ 22 წლის მარცხენა მცველი ნუნუ მენდეში პსჟ-სთან 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ, სეზონური გასამრჯელოს 10 მილიონ ევრომდე მომატებას მოითხოვს.

პარიზული კლუბი პორტუგალიელისთვის ხელფასის გაზრდას არ აპირებს და შეიძლება დაემშვიდობოს. მისი სამსახურით "მანჩესტერი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებული.

ამ სეზონში ნუნუ მენდეშმა ყველა ტურნირზე 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 55 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული