ხვიჩას ფლანგელი ბარკოლას დასაწყისი ძმასთან ერთად, 6 და-ძმა, ორმაგი მოქალაქეობა და სხვადასხვა ნაკრები...

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟს წევრი გახდა, გუნდი სამ ტურნირზე მუდმივად ჩართულია, ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი ყურადღებაც მატჩების ირგვლივაა გადატანილი.

როცა "კვარა" "ნაპოლიში" თამაშობდა, მის თანაგუნდელებს მაქსიმალურად ახლოს გაცნობდით და ინტერესიც არსებობდა. პერიოდულად ვეცდებით, ამ საქმეს ყურადღება ახლაც მივაქციოთ.

ვაღიაროთ, ქართველი გულშემატკივრების დიდი ნაწილი პარიზული კლუბის თამაშებზე "ჩამოკიდებული" ნამდვილად არ ყოფილა და შესაბამისად, ფეხბურთელებია შესახებ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ. ყველამ გაეგო კილიან მბაპეს შესახებ, გუნდიდან მისი წასვლის შემდეგ კი ბრედლი ბარკოლა სახელოვანი თანამემამულის შემცვლელად მოიაზრებოდა.

თინეიჯერი
ბრედლი "ლიონში"


Sportall.Ge

ბრედლი ლორან ბარკოლა (სატრანსფერო ფასი 65 მლნ ევრო) 2002 წლის 2 სექტემბერს, ვილურბანში დაიბადა და ამჟამად 22 წლისაა(მის ირგვლივ ბევრი ორიანია). ის 182 სმ სიმაღლისაა, ყველაზე კარგად კი თავს მარცხენა გარემარბის პოზოციაზე გრძნობს. ბრედლიში ევროპული და აფრიკული იდენტობა შერწყმულია და ამან ძლიერ პიროვნებად ჩამოაყალიბა.

პსჟ-ს თავკაცი ლუის ენრიკე ფეხბურთელებს პოზიციებს კი უცვლის, თუმცა ის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო პოზიციაც მარცხენაფლანგელობაა, ეს გარკვეულ დისკომფორტს როგორც მწვრთნელს, ასევე ორივე ამ ფეხბურთელს უქმნის. თეორიულად, ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან, თანაც კი სასტარტო შემადგენლობაში ერთდროულად თამაში უწევთ.

ბრედლი მშობლებთან ერთად

Sportall.Ge

ბრელის კარიერა ნიჭისა და შრომისმოყვარეობის ნაზავია. ამაში მისმა მშობლებმა (ტოგოელი მამა და ფრანგი დედა) და ოჯახში ერთსულოვნებამ დიდი როლი შეასრულა. მამა ყოფილი ფეხბურთელია. ბრედლიმ თამაში "ვილურბანში" დაიწყო, რასაც უფრო ძლიერი, "ლიონის" აკადემია მოჰყვა. 2018-19 წლებში ლიონელთა 17-წლამდელთა გუნდში ასპარეზობდა. მან ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 2021-22 წლებში უკვე ლიგა 1-ში ითამაშა. ამის შემდეგ პარიზელი გახდა, მიმდინარე სეზონი კი შარშანდელ დასრულებულზე ორჯერ უფრო შედეგიანი აქვს.

ბარკოლა ფეხბურთსა და სწავლას დროს ოსტატურად უთანხმებდა. ის მოხიბლული იყო კრიშტიანო რონალდოსა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის თამაშით. ისინი მისთვის დიდი მოტივაციის მიმცემი იყვნენ.

ბარკოლას არ სურს, სოციალურ ქსელებში მისი პირადი ცხოვრება განიხილონ. ჰყავს მეგობარი გოგონა, რომელიც ევრო 2024-ის დროს მის გვერდით იყო. ბრედლი არ ცხოვრობს მდიდრულ სახლში, უპირატესობას ოჯახურ გარემოს ანიჭებს, ცნობილია კეთილგანწყობილი სულით, თავდადებითა და თავმდაბლობით.

მალკოლმ ბარკოლა (შუაში) ტოგოს ნაკრების რიგებში

Sportall.Ge

ბრედლი ბარკოლა საფრანგეთის ნაკრების წევრია (ეროვნულ გუნდში 11 შეხვედრა, 2 გოლი), მაგრამ ორმაგი, ტოგოს მოქალაქეობაც აქვს(ფრანკო-ტოგოელები), ისევე როგორც მის ძმას (სულ 6 და-ძმა არიან), 25 წლის მალკოლმს, რომელიც ტოგოს ნაკრების მეკარეა(24 მატჩი ჩაატარა). უფროსი ბარკოლაც კარიერას "ლიონში" იწყებდა, ამჟამად კი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში, "პაკოშ ფერეირაში" გამოდის, სატრანსფერო ფასი კი მხოლოდ 50 ათასი ევროა. ტოგოელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ცუდი შედეგები აქვთ, მარტში კი მავრიტანიასა და სადიო მანეს სენეგალს დაუპირისპირდებიან.

altMVP "კვარა" და შესანიშნავი მიქაუტაძე - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?

მკითხველის კომენტარები / 6 /
რონალდოს ფანი ყველაა და მე უფრო ობამეიანგი დავაფასე
ზვიადი
17:35 24-02-2025
1
მე დედა უფრო მომწონს.)))))
ლექსო პაპა
16:55 24-02-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული