ჯონ ტერიმ "სპარტაკს" შეთანხმებულზე 1.4 მილიონით მეტი მოსთხოვა

AutoSharing Option
გუშინ იუწყეს, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველის, 37 წლის ჯონ ტერის "სპარტაკში" გადასვლა ჩაშლის პირას იყო, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

"დეილი მეილის" ცნობით, ტერიზე და მის მეუღლეზე იმან იმოქმედა, რომ ინგლისური მედიასაშუალებები უარყოფით წერილებს აქვეყნებენ რუსეთზე, თუმცა როგორც გაირკვა, ჯონს ნაკლებად აღელვებს რას და როგორ წერენ რუსეთზე.

საქმე მხოლოდ ფულს ეხება. მან დაინახა, რომ "სპარტაკის" მისი სამსახურით სერიოზულადაა დაინტერესებული და ადრე შეთანხმებულ სეზონურ 1.8-მილიონევროიანი ხელფასის 1.4 მილიონით გაზრდა მოითხოვა.

მოსკოვური კლუბის წარმომადგენლობითი დელეგაცია ამჟამად ლონდონშია და ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

მოკლედ,
ვაჭრობენ.

altჯონ ტერიმ მოსკოვის "სპარტაკში" გადასვლა გადაიფიქრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული