დავიდ ვილია MLS-ს ტოვებს, დაბრუნდება ვეტერანი თავდამსხმელი ესპანეთში?

AutoSharing Option
ვეტერანმა ესპანელმა თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკემბერში "ნიუ იორკ სიტის" დატოვებს, თუმცა კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

როგორც ესპანური გამოცემა Football-espana.net-ი იუწყება, ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კარიერას ან სამშობლოში გააგრძელებს, ან მის თანამემამულეებს - ანდრეს ინიესტას და ფერნანდო ტორესს მიბაძავს და იაპონიაში წავა, მისით J1 ლიგის "იოკოჰამა" ინტერესდება.

"დრო მოვიდა, ნიუ-იორკი დავტოვო. კლუბმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, თუმცა ვგრძნობ, რომ წასვლის დროა. კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა და ახალ გამოწვევას ველოდები", - განაცხადა დავიდ ვილიამ.

36 წლის შემტევი
კარიერის განმავლობაში "ხიხონის", "სარაგოსას", "ვალენსიას", "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა, ესპანეთის ნაკრებში კი 98 მატჩში 59 გოლი გაიტანა.

დავიდ ვილია ორგზის ევროპის და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონია.

alt3 წლის შემდეგ: დავიდ ვილია ნაკრებში გამოიძახეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგენდა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული