როგორც ესპანური გამოცემა Football-espana.net-ი იუწყება, ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კარიერას ან სამშობლოში გააგრძელებს, ან მის თანამემამულეებს - ანდრეს ინიესტას და ფერნანდო ტორესს მიბაძავს და იაპონიაში წავა, მისით J1 ლიგის "იოკოჰამა" ინტერესდება.
"დრო მოვიდა, ნიუ-იორკი დავტოვო. კლუბმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, თუმცა ვგრძნობ, რომ წასვლის დროა. კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა და ახალ გამოწვევას ველოდები", - განაცხადა დავიდ ვილიამ.
36 წლის შემტევი
დავიდ ვილია ორგზის ევროპის და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონია.