ლუკას ბრალი მისი ყოფილი კლუბის, ზაგრების "დინამოს" ექსპრეზიდენტის ზდრავკო მამიჩის სასარგებლოდ ცრუ ჩვენების მიცემაში ედებოდა.
ამასთან დაკავშირებით არავითარი განცხადება არ გაკეთებულა, მხოლოდ იუწყეს, რომ სურვილის შემთხვევაში პროკურატურას შეუძლია ზაგრების საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
2018 წლის ივნისში ზდრავკო მამიჩს 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ამას გარდა დასაჯეს მისი ძმა ზორანი (4 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა), ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დამირ
ვრბანოვიჩი (3 წლით თავისუფლების აღკვეთა) და "დინამოს" ბუღალტერი მილან პერნერი (4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა). ისინი მრავალი მილიონის გაფლანგვასა და მოდრიჩისა და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერების მაქინაციებში დაადანაშაულეს.