მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს გაუხარდათ, რომ "ოქროს ბურთი" მათ თანაგუნდელ ლუკა მოდრიჩს გადასცეს, მიულოცეს აღიარება და საპატიო პრიზთან ერთად სურათიც გადაიღეს.
ბლანკოსის კაპიტანმა სერხიო რამოსმა კი ხუმრობით იტირა, სურათი ინსტაგრამზე ატვირთა და წარწერაც დაურთო.
"ჩემი პატივისცემა ლუკა მოდრიჩს, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი გათამაშება მოვიგე".
მოდრიჩი ყოფილი იუგოსლავიის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო.
მან თქვა, რომ ამ პრიზს საძინებელ ოთახში დადგამს, რათა როდესაც გაეღვიძება, ეს სიზმარი არ ეგონოს.