- შესანიშნავი ისტორია ინგლისიდან
ადგილი, სადაც საოცრებები ხდება: ინგლისი, პრენტონი. ადგილობრივი სიამაყე - გუნდი "ტრანმერ როვერსი", რომელიც მეოთხე ლიგაში თამაშობს.
"ტრანმერის" პატარა გულშემატკივარი დიდი ხანი ოცნებობდა ოთახზე, რომელიც მისი საყვარელი კლუბის სამყაროში პორტალი იქნებოდა და ამის შესახებ მამას უამბო. მამამ ეს დაიმახსოვრა და იდეალური რემონტი გააკეთა.
ოთახი სრულიად გადაკეთდა. ახლა კედელზე ბიჭს "როვერსის" ლეგენდის, ჯონი კინგის ციტატა ხვდება: "მე წარმატების გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ შემიძლია მთვარეზე მოგზაურობას დაგპირდეთ" (იგულისხმება, რომ ყოველთვის საინტერესო იქნება).
ინტერიერის დიზაინი შთამბეჭდავია: კლუბის შარფები, პოსტერები, ლამინირებული პერანგები
მარცხნივ 6 წყვილი ბუცისთვის ცალკე სადგომია.
ფოტოები Twitter-ზე ბედნიერი შვილის დედამ გამოაქვეყნა. მისმა პოსტმა უკვე 4 ათასზე მეტი მოწონება და 1000-მდე გაზიარება დაიმსახურა. ამბავს კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ნიკოლა პალიოსი და ფორვარდ ჯეიმს ნორვუდიც გამოეხმაურნენ, რომლის მაისურიც ახლა პატარა გულშემატკივრის ოთახს ამშვენებს.
დედის Twitter-ით თუ ვიმსჯელებთ, ბიჭი მართლაც ძალიანაა შეყვარებული "ტრანმერ როვერსზე". მისი საძინებელი მანამდეც იმაზე მეტყველებდა, რომ აქ ნამდვილი გულშემატკივარი ცხოვრობს.
ოჯახი ბიჭის გარდა დაუნის სინდრომით დაავადებულ ქალიშვილს ზრდის - ფეხბურთი მასაც ძალიან უყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად ტანვარჯიშითაა გატაცებული. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ძმის მსგავსად მასაც ელის სიურპრიზი.
ავტორი: ანა ვერძაძე
ინგლისელი ფანი: ჯონ, კატას აჭამე, 2 კვირაში დავბრუნდები, მიყვარხარ
რაგბიზე შეყვარებული ფანის ისტორია, რომელმაც ალიასკაში სტადიონი ააშენა [PHOTO]
შვედურმა არხმა პირდაპირ ეთერში ფანის მოედანზე შევარდნის ტაქტიკა განიხილა [VIDEO]
პ.ს.ისე ჩვენთან უმეტესი მამების ფანტაზია-პასპორტი აჩვენე შვილო-ს ვერ გასცდა