"სპარტაკი" ჯანო ანანიძისგან "გათავისუფლდა" და საქმეები უკან-უკან მიუდის

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა ჩათვალა, რომ გუნდის საფუძვლიანად გადახალისებაა აუცილებელი, ლამის ნახევარი შემადგენლობა და მათ შორის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გაუშვა, მაგრამ ვერც ამან ვერ უშველა.

"სახალხო გუნდმა" ბოლო 8 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, დღეს კი რუსეთის თასის 1/4 ფინალში "ურალთან" 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

რაც შეეხება ანანიძეს, "კრილია სოვეტოვში" პირველივე შეხვედრაში (ლოკომოტივთან) გაიტანა გოლი და 9 მარტს რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში "ენისეისთან" ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აქამდე სულ ლიგის ფინალში იყო. დააბრუნონ სასწრაფოდ. :D
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული