შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა შემადგენლობა დაასახელა და თბილისში გამარჯვებას იმედოვნებს

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ევრო 2020 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის საქართველოსთან და დანიასთან 23 ფეხბურთელს უხმო.

ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან ედმილსონ ფერნანდესი, კევინ მბაბუ და ჰარის სეფეროვიჩი. სამაგიეროდ მწყობრში ჩადგნენ მანუელ აკანჯი, ბრილ ემბოლო, სტეფან ლიხტშტაინერი, ადმირ მეჰმედი და ფაბიან შერი.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორშაბათიდან მთელი ძალით ვარჯიშს დავიწყებთ. ორი მეტად რთული შეხვედრა გველის. სრულად ვიქნებით კონცენტრირებულნი და ვეცდებით ორივე შეხვედრა მოვიგოთ. ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი 23 ფეხბურთელი გამოვიძახე", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შვეიცარიის ნაკრები თბილისში 21
მარტს შემდეგი შემადგენლობით გამოემგზავრება:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლეიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი)

ნახევარმცველები: კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო  სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები: ბრილ ემბოლო (შალკე), შერდან შაჩირი (ლივერპული), ადმირ მეჰმედი (ვოლფსბურგი), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 34 /
Tu vinme ambobs, rom gundi gvyavso, aq unda gamochndes. Aba farerebi da yazaxeti sazomi araa. Wesit arc shveicaria unda iyos sazomi ambiciuri gundistvis.
Rezo
15 მარტი 2019 23:41
8
ერთორ ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, ძირითადი ბირთვი ბუნდესლიგა-სერია ა-შვეიცარია-პრემიერლიგის არცთუ ძლიერი კლუბებიდანაა. გვქონია შედეგი ამაზე ძლიერთანაც და ამაზე სუსტთანაც წაგვიგია. ამიტომ მჯერა ჩვენი ბიჭების და ქულებს თუ არა ქულას მაინც ავიღებთ
QT
15 მარტი 2019 22:56
2
კარგი გუნდია და მართალია ათეულშიც არიან რეიტინგში,მაგრამ გრანდი არაა ეს ფაქტია და შემადგენლობითაც ჩანს. მოკლედ მთავარია ჩვენ როგორ ვითამაშებთ შეიძლება ამ გუნდთან ბრძოლა და მოგება. მე ის მაფიქრებს 3 დღეში ძალებს როგორ აღიდგენენ იქ ირლანდიაში რო არ გავნადგურდეთ მანამდე გიბრალტართან წაივარჯიშებს ირლანდია.
გოგა
15 მარტი 2019 22:36
2
ირლანდიის განადგურებული არ გაიშვა.ბურთი მრგვალია და ყველაფერი ხდება ხოლმე ფეხბურთში,მაგრამ ირლანდიას გოლი ვერ გააქვს და ვინმე როგორ უნდა გაანადგუროს.ესეთი სუსტი ირლანდია მე არ მახსენდება.რაც შეეხება შვეიცარიას ძალიან ძლიერი გუნდია და ძალიან გაგვიჭირდება.
:-)
15 მარტი 2019 23:43
2
dagvaxeven tavze burts dacvashi dgoma da bolo tutebze shetevebi, dzalian dzlieri afrikelebi kavt shalke ligaze magatma gaikvanes.
AKITAS
15 მარტი 2019 22:35
16
და რატო უნდა დავიხიოთ? აი ეს პესიმიზმი არ მესმის:) მაგიტომაც დაახია მართლაც შალკეს თავზე ბურთი სიტიმ. თუ ველოსიპედის გამოგონებას არ დაიწყებს ვაისი და შევუტევთ აქეთ დავახევთ.
ანესთეზეოლოგი
15 მარტი 2019 22:51
5
კიდევ რაგინდათ!?
Biannkoneri
15 მარტი 2019 22:16
0
კარგია სეფეროვიჩი რომ არ ეყოლებათ
anti
15 მარტი 2019 21:52
0
მოგვიგეს უკვე თუ? ამათ სახუმარო გუნდი არ ჰყავთ, მაგრამ უნდა გავიდნენ და ითამაშონ შემტევი ფეხბურთი თავდეადებული ბრძოლით და ყველაფეი შეიძლება
niko
15 მარტი 2019 21:19
2
ბიჭებო თქვენი იმედი გვაქ, ძაან მინდა დადებითი შედეგი დადოთ და დავამარცხოთ შვეიცარია და ირლანდია
irakli
15 მარტი 2019 21:19
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული