რობერტო მანჩინი: იტალიაში კლოპს და პოჩეტინოს უკვე გაანადგურებდნენ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თავის კოლეგებზე, იურგენ კლოპსა (ლივერპული) და მაურისიო პოჩეტინოზე (ტოტენჰემი) გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"იტალიაში ჩვენ ხშირად ვაჭარბებთ. მაგალითად, პოჩეტინო "ტოტენჰემში" 5 წელია მუშაობს და კარგი გუნდი ჰყავს. კლუბმა ტრანსფერებზე ბევრი დახარჯა, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოიგო. იტალიაში ამ საცოდავს უკვე გაანადგურებდნენ.

პოჩეტინო კი თავის საქმეს აგრძელებს და რომელიმე ტურნირის მოსაგებად გუნდის გაძლიერებას ცდილობს.

კლოპი კიდევ ერთი მაგალითია. 3 წელია "ლივერპულშია" და არაა გამორიცხული, კვლავ ტიტულის გარეშე დარჩეს. თუმცა, "ლივერპული" შესანიშნავ სეზონს ატარებს", - განუცხადა მანჩინიმ Football Italia-ს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩებში ორივე ინგლისური გუნდი დამარცხდა და ტურნირიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Mანჩინი არი კაშნეიანი აფერისტი, ასეთ აფერისტს ამხელა დონე როგორ ჩააბარეს როგორ შეიძლება ამას იტალიის ნაკრები ჩააბარო.
Descartes
05:19 03-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული