"მილანმა" "ლილის" თავდამსხმელი შეიძინა

AutoSharing Option
"ლილის" პორტუგალიელი ფორვარდი რაფაელ ლეაო კარიერას "მილანში" გააგრძელებს - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური კლუბი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "მილანს" ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა, მოთამაშემ კი ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

რაფაელ ლეაო "ლილში" გასულ ზაფხულს "სპორტინგიდან" უფასოდ გადავიდა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 24 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ეს მილანის რიგით მეოთხე შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას. აქამდე იტალიურმა კლუბმა ფრანკ კესიე "ატალანტადან" გამოისყიდა, მადრიდის "რეალიდან" - თეო ერნანდესი, "ემპოლიდან" კი რადე კრუნიჩი დაიმატა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული