ალბანეთმა ბელარუსის ნაკრები პირწმინდად დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგაზე დღეს ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე მეტად ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების ევროპირველობაზე გასვლისათვის პლეი-ოფის ნახევარფინალში მეტოქის, ბელარუსის თამაში აინტერესებდა.

ბელარუსები ალბანეთთან საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდნენ. ანგარიში სრულად არ ასახავს შეხვედრის სურათს, რადგან სტუმრებმა მასპინძლები ძალიან დაჯაბნეს, შეიძლება ითქვას, მოედანზე ორი სხვადასხვა კლასის გუნდი იყო.

ალბანელების მაღალ პრესინგს მარხელის შეგირდებმა ვერაფერი დაუპირისპირეს, მათი მეტოქე გაცილებით უფრო სწრაფად და კომპაქტურად თამაშობდა და პირველ ტაიმში დაწინაურდა კიდეც - 20 მეტრიდან გოლი ციკალეშმა გაიტანა.

მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ბელარუსები შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდნენ, ზურგი
მოუშიშვლდათ და სწრაფი კონტრშეტევისას ბარემ მეორედ დალაშქრა გუტორის კარი.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსებმა მოწინააღმდეგის კარში ერთადერთხელ დაარტყეს - 87-ე წუთზე შორიდან და სტრაკოშა ბურთს ადვილად დაეუფლა.

მინსკი. „დინამო“
ბელარუსი - ალბანეთი 0:2
გოლები: 0:1 ციკალეში (23), 0:2 ბარე (79)

მკითხველის კომენტარები / 8 /
სამაგიეროდ ამ ნაკვეთიდანაც კარგად ჩანს, რომ ალბანეთის ნაკრები ჩვენსაზე გაცილებით ძლიერია.
zurab
10:28 05-09-2020
3
უსახური და უპერსპექტივო გუნდი აი ეს არის ბელარუსის ნაკრები ამ ეტაპზე. მაგათი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ამბიცია უკვე იუმორს იწვევს. 3 ბურთიანი უპირატესობით უნდა მოვუგოთ მინიმუმ
იაგო
09:34 05-09-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული