დასრულდა ჰეგემონია? ევროპაში ახალი გმირები გამოჩნდნენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ოქროს დრო სრულდება. პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ლიგის მეოთხედფინალში ვერ გავიდნენ.

ორი მატჩის ჯამში "ბარსელონა" პსჟ-სთან განადგურდა, ხოლო "იუვენტუსმა" "პორტუს" ბარიერი ვერ დაძლია. ბოლოს ასეთი რაღაც 2004/05 წლებში მოხდა, პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედში", ხოლო მესი კატალონიაში იწყებდა პროფესიონალურ კარიერას.

აღსანიშნავია, "ბლაუგრანა" და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთად იმყოფებოდნენ და ორივე გუნდმა თითო-თითო შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 3:0 მოიგო.

ტურინში გამართულ შეხვედრაში მესიმ შესანიშნავად ითამაშა. მაშინ კრიშტიანო მოედანზე არ იმყოფებოდა, რადგან კოვიდი დაუდასტურდა და
მკურნალობდა. ლეგენდები "კამპ ნოუზე" შეხვდნენ, სადაც რონალდო "ბებერ ქალბატონს" გამარჯვებისკენ გაუძღვა და ესპანეთიდან 3:0 გამარჯვება და 3 ქულა წამოიღო.

ახლა დროა, ლიდერობა ერლინ ჰოლანსა და კილიან მბაპეს გადაეცეთ. როგორც ჩანს, ევროპული ფეხბურთი ორი ახალი ვარსკვლავის ჰეგემონიისთვის მზადაა.

მომავალი ჰაერშია, მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერ კიდევ უცნობია, არგენტინელი ლეგენდა დარჩება თუ წავა. რაც შეეხება რონალდოს, გუნდთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აქვს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, იტალიას თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 7 /
da romeli jobnis an mesis an ronaldus. gundi tamashobs uket torem individualurad jer axlosac ar arian. levandovskim rom aighos oqros buti kide xo magram mag asakshi es orive legenda ukve glijavdnen yvelas da yvelafers. avighot ronaldo tipi ise ixsneba ubralod wesieri mepase ar yavs torem tito tamashshi dublze naklebs ar gaaketebs. mesis shexedet ramdeni welia veravin acherebs mis driblings shexedet siamovnebaa 3 kacs 2 metris radiusshi rom atyuebs aghar vambob pass da moednis xedvas. tu es ori legenda ert gundshi moxvda warmogidgeniat ronaldo ramden gols gaitans mesis pasit. kargia vighac rom chans magram axalgazrdebma jer stabiluri tamashi achvenon wlebis mandzilze...
1
ჯერ ნუ ვიჩქარებთ ბევრი ასეთი აელვებული და მერე მიმქრალი ვარსკვლავები გვინახავს. მაგალითად გუშინ არა მგონია მბაპეს რამეთი ეჯბნოს მესისთვის. ჰოლანდმა კი ჯერ ლევანდოვსკი მოიტოვოს უკან და მერე გაიქაჩოს მესი რონალდუზე.D
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული