Матч ТВ-ის ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელის, იური სიომინის შვილი ანდრეი სიომინი "როტორის" სამწვრთნელო შტაბში შევა.
51 წლის ანდრეი სიომინი ახლახან მთავარ მწვრთნელად დანიშნული იური ბატურენკოს თანაშემწე გახდება. ანდრეი ბოლოს ესტონეთის "ნარვა-ტრანსის" თავკაცი იყო, რომელიც 2019 წლის აგვისტოში დატოვა. თავად ბატურენკო "ლოკოში" იური სიომინის ასისტენტი გახლდათ.
"როტორში" საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკოლაი ყიფიანი და გიორგი არაბიძე თამაშობენ.