ТаТоТаке-ის ცნობით, უკრაინის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ ალეკსანდრ პეტრაკოვის ყოველთვიური გასამრჯელო დაახლოებით 10 ათასი დოლარია.
ახალგაზრდულ ნაკრებში პეტრაკოვის ხელფასი 5 ათასი იყო. ეროვნულ გუნდში მუშაობის დაწყებისას უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ 10 ათასზე გაცილებით მაღალი ანაზღაურება შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა, რადგან ჩათვალა, რომ შეთავაზებული თანხა ძალიან დიდია და ჯამაგირის მომატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ დასახულ ამოცანას შეასრულებენ.
აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, გუნდი პრემიის სახით 600 ათას ევროს მიიღებს და ბონუსის გარეშე ნაკრების არც ერთი თანამშრომელი არ