"ლოკომოტივი" დეპოშია - რუსული კლუბების ფინანსები რომანსებს მღერიან

AutoSharing Option
უკრაინაში ომის დაწყების გამო, დასავლეთმა რუსეთს ფინანსური სანქციები დაუწესა და იქაური კლუბები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. გაკოტრების პირასაა "კრასნოდარი", РБ Спорт-ი კი იტყობინება, რომ დედაქალაქურ კლუბებს ქამრების შემოჭერა მოუწევთ.

"ლოკომოტივი" ეკონომ-რეჟიმზე გადაერთვება - ტრანსფერებს ვერ განახორციელებს, თანამშრომელთა ნაწილს სამუშაოდან დაითხოვს და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფარმ-კლუბ "კაზანკას" გააუქმებს.

"დინამომ" პოტენციურ ახალწვეულებთან მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით შეაჩერა, რადგან არ იციან, როგორი ბიუჯეტი ექნებათ. "ამჟამინდელ სიტუაციაში ძნელია იმის პროგნოზირება, როგორი ბიუჯეტი გვექნება. მოგვიწევს იმ  ფინანსური პრობლემების მასშტაბების შეფასება, რომელშიც რუსული ფეხბურთი აღმოჩნდება", - ნათქვამია კლუბის
განცხადებაში.

ანალოგიურ სავალალო ვითარებაში იმყოფებიან სხვა გუნდებიც. შეგახსენებთ, რუსულ კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალეს და ქვეყანა ლეგიონერთა უმეტესობამ დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამხ. ვახო ! გეტყობა, რომ ინტელექტით გამორჩეული არსება ხარ ! როგორ მიხვდი, რომ პირადად პუტინის მამალი აგენტი ვარ, თანაც გვარგადაკეთებულიც ! შენ იმასაც მარტივად მიხვდები, თუ რა ეროვნების ფესვები მაქვს მიტოვებული ! თუ ისევ მოგინდეს ინფორმაციის მოპოვება, ჯერ შემატყობინე, მანდ შენთან, მიხუინის ნაცში რა ხდება !
დ.დ.
18:20 16-04-2022
0
დ.დ.-ს: შენი პიროვნება დასადგენია და დასაჭერი ხარ, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი. ხალხო, რუსეთის რამდენი აგენტი გვყავს საქართველოში.
ვახო
21:26 15-04-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული