ფინალისიმა 2022. არგენტინამ იტალია გაანადგურა - წინ კატარია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონში ფინალისიმა 2022-ის მატჩში ერთმანეთს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები - იტალია და არგენტინა დაუპირისპირდნენ. ფინალთა ფინალში არგენტინამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 3:0.

გოლები მარტინესმა, დი მარიამ და დიბალამ გაიტანეს. ორი საგოლე გადაცემა მესიმ გააკეთა, ერთი კი - მარტინესმა.

არგენტინა ზედიზედ 32 მატჩში დაუმარცხებელია (22 მოგება და 10 ფრე) და თავისი რეკორდი გააუმჯობესა. ამ 32 შეხვედრიდან სკალონის გუნდმა 14-ში კარი მშრალად შეინახა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მესიმ კარიერაში მე-40 ტიტული მოიპოვა - ეროვნულ გუნდში მე-2 - წინ კატარის მსოფლიოს
ჩემპიონატია.

ლონდონი. „უემბლი“
იტალია - არგენტინა 0:3
გოლები: 0:1 მარტინესი (28), 0:2 დი მარია (45+1), 0:3 დიბალა (90+4)

მკითხველის კომენტარები / 26 /
არგენტინა!
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონები!
მესი 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია!
ILIA
02 ივნისი 2022 10:00
3
გენიალური მესი!
მერაბი
02 ივნისი 2022 09:38
1
მესი, მესი, მესი!
მერაბი
02 ივნისი 2022 06:45
1
მესის ოლიმპიადაც აქვს მოგებული, გამოდის სამი ტიტული ქონია სანაკრებო. არ დაიწყოთ ეხლა 23 წლამდე ნაკრები და ოლიმპიადა არ ითვლებაო.დ.დ.
a a
02 ივნისი 2022 04:54
0
გადაეცით წელსაც ოქროს ბურთი))
მამუკა
02 ივნისი 2022 03:36
19
შენი "სარკაზმები" შენთვის შეინახე! რაც შეეხება ოქროს ბურთს (რომელიც ასე გახრჩობთ) გაიხაროს ბენძემამ ამ სიბერეში.
მამუკა, ბოღმას!
02 ივნისი 2022 10:19
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული