18-თვიანი პატიმრობა - პლატინის და ბლატერს დააკავებენ?! - რას ედავება მათ შვეიცარიის პროკურატურა

AutoSharing Option
ფიფასა და უეფას ყოფილი პრეზიდენტები, შესაბამისად, ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი, შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდნენ.

შვეიცარიის პროკურატურა კორუფციული გამოძიების ფარგლებში ითხოვს, რომ მათ 18-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

ბელინზონას ფედერალური სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 8 ივლისს გამოიტანს.

საქმეზე გამოძიება 2015 წელს დაიწყო. ბრალდება ეფუძნება იმას, რომ 2011 წელს ფიფამ პლატინის გადაუხადა დაახლოებით 2 მილიონი შვეიცარული ფრანკი.

თავად ოფიციალური პირები ერთხმად აცხადებენ, რომ მათ ამ გადახდაზე სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ და ეს ეხება პლატინის საკონსულტაციო მუშაობას 1998 წლიდან 2002 წლამდე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეხ რა ფული "გატეხეს" და ევროკავშირი ჩვენ გვასწავლის კორუფციას, როგორ უნდა ვებრძოლოთ!
მწვრთვნელი
13:19 16-06-2022
3
იფ,იფ,იფ,ხელებს ვიფშვნეტ სიამოვნებისგან)))მემკვიდრედაც თავისზე უარესი მაფიოზი რომ დატოვეს,იმ მოტვლეპილ ინფანტინოს ვგულისხმობ)))
sandrex
17:27 16-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული