საქართველოს ნაკრების მეტოქე რეკორდული პრემიალურით დააჯილდოვეს

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრები ერთა ლიგაზე С3 ჯგუფის გამარჯვებული გახდა, B დივიზიონში გადავიდა და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მიღწეული წარმატება ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელებსა და მწვრთნელს დაუფასეს.

მათ თავიანთი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი პრემიალურები მიიღეს. ჟურნალისტი ვლადიმირ ჟარკოვი იტყობინება, რომ თანხის დასახელების უფლება არ აქვს, მაგრამ შეუძლია თქვას, რომ შთამბეჭდავი და რეკორდულია და მწვრთნელ მაგომედ ადიევსა და მოთამაშეებს ბონუსების 70% უკვე გადაუხადეს.

ცნობისათვის, ადიევი ჩეჩენია, გროზნოშია დაბადებული, თავდამსხმელი იყო, რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, ყაზახეთის
ნაკრები 2022 წლის 27 აპრილს ჩაიბარა, სექტემბერში „ახმატის“ მწვრთნელობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თურქეთს ჯგუფიდან გამომდინარე შეუძლია საკვალიფიკაციოდან გასვლა,ასეთ შემთხვევაში ყაზახეთი მესამეზე აიწევს და შეხვდება გასვლაზე საბერძნეთს,საქართველი კი ც ლიგის მეორეადგილოსნებში საუკეთესო ლუქსემბურგს დაუხვდება,ხოლო თუ ბერძნებიც დაძლევენ შესარჩევ ეტაპს,რაც ნაკლებად სავარაუდოა,მაშინ ყაზახეთი მიიღებს ლუქსემბურგს,ხოლო ქართველები აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს
Caruzo9
09:19 13-10-2022
0
Xoo eseni shesarchevidanac pirdapir gavlen torem dagvaxevdenen burts tavze:)))...
Givi
20:22 12-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული